ტროტუარი

84

ტროტუარი   –  ქუჩის ორივე მხარეზე, სახლების გასწვრივ გაყოლებული, ოდნავ შემაღლებული გზა ფეხით მოსიარულეთათვის

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტელეფონი

83

ტელეფონი _  ელექტროტექნიკური მოწყობილობა შორ მანძილზე ბგერის გადასაცემად და ამ მოწყობილობის საშუალებით სალაპარაკო აპარატი

 

ერთხელიანი, სტატიკური, იკონური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ყურთან განთავსებული ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ტაში

82

ტაში   _ აპლოდისმენტი, ყრუტა თემში მოღებული ტაშის ფორმა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად  სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა და ხელები მაჯაში ტრიალებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ტყუპი

12

ტყუპი  _ ერთი დედის ერთდროულად ნაშობი ორი სულიერი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ტყუპი

11

ტყუპი _  ერთი დედის ერთდროულად ნაშობი ორი სულიერი

 

ერთხელიანი, დინამიკური  ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები,  დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტყუილი

10

ტყუილი _  რაც მართალი არ არის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, სიცრუე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ზევით აღმართულია გაშლილი  ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტყვია

9

ტყვია  _  რბილი, მძიმე მოლურჯო-ნაცრისფერი ლითონი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _   სხეულისკენ მიმართულია სახესთან  განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ  მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით და მარცხნივ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტყვე

8

ტყვე  _ ომის ან რაიმე თავდასხმის დროს მტრის მიერ შეპყრობილი მებრძოლი ან მშვიდობიანი მოსახლე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტყავი

7

ტყავი   _ ცხოველის გარეთა, ჩვეულებრივ, ბეწვიანი საფარველი, გარსი, რომელიც შემოკრული აქვს ცხოველის ორგანიზმს, კანი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხენა ხელისგული თავისუფლად გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  წინ და ქვევით, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტუჩი

6

ტუჩი  _  პირის ნაპობის ზედა და ქვედა კიდე, ბაგე

 

ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ტუტუცი

5

ტუტუცი  _  უჭკუო, ქარაფშუტა, მოსულელო, თავხედი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, შუბლს ეხება მოხრილი თითების წვერები, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ტურა

4

ტურა _ ძაღლისებრთა ოჯახის მომცრო ტანის მტაცებელი ცხოველი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, ასევე გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ტრიალი

3

ტრიალი _  მოძრაობა რისამე ირგვლივ, წრიულად ან თავისი ღერძის გარშემო, ბრუნვა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით მიმართულია სხეულისკენ,  მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ზევით აღმართული, ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტრანსპორტი

2

ტრანსპორტი  _  საზოგადოებრივი მატერიალური წარმოების დარგი, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის გადაზიდვასთან და ხალხის გადაყვანასთან ერთი ადგილიდან მეორეზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მანქანა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, ხელები განზე იწევა და შორდება ერთმანეთს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ტრადიცია

1

ტრადიცია  _ ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია: