უხერხულობა

უხერხულობა _ შეუფერებელი, საჩოთირო მდგომარეობა, შეზღუდულობა, მოუხერხებლობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.    

Categories უ

უფერო

უფერო  –   უფერული, რასაც ფერი არა აქვს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული … Read more

Categories უ

უფასო

უფასო  –     რაშიც ფასს, ფულს არ ახდევინებენ, უსასყიდლო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories უ

უუფლებო

უუფლებო  –   ვისაც რისამე უფლება არა აქვს, უფლებაწართმეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფლება“ – … Read more

Categories უ

უსულო

უსულო _ რასაც სული არ უდგას, რაც სულდგმული არ არის, უსიცოცხლო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories უ

ულევი

ულევი   –  ბევრი, უსაზღვრო, გაუთავებელი; აუარებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories უ

უკეთესი

უკეთესი  _   უფრო კარგი, უმჯობესი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით  მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories უ

უზრუნველი

უზრუნველი  –   ვინც არაფერზე ზრუნავს, ვისაც საზრუნავი არა აქვს, უდარდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories უ

უეცრად

უეცრად  _  მოულოდნელად, უცაბედად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories უ

უდარდელი

უდარდელი  –   ვისაც დარდი არა აქვს, უშფოთველი, კმაყოფილი, მხიარული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარდი“ … Read more

Categories უ

უჰაერო

უჰაერო  _  სადაც ან რაშიც ჰაერი არ არის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ _  … Read more

Categories უ

უჯიშო

უჯიშო  _   ცუდი ჯიშისა, უჯილაგო, უხეირო   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა- ჟესტი „ციკლი“ / „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის  მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ / „სისხლი“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული … Read more

Categories უ

უხმო

უხმო _  1.  უხმაურო, ჩუმი, წყნარი; 2. ხმის უფლების გარეშე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories უ

უხმარი

უხმარი  _ 1.რაც ჯერ არ უხმარიათ, ახალი 2. გამოუსადეგარი, ურგები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტარება“ … Read more

Categories უ

უხილავი

უხილავი _   რაც არა ჩანს, თვალით დაუნახავი, უჩინარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ _ მარცხნივ  მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი … Read more

Categories უ