უჯიშო

3

უჯიშო  _   ცუდი ჯიშისა, უჯილაგო, უხეირო

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა- ჟესტი „ციკლი“ / „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის  მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ / „სისხლი“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარცხენა მაჯას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.