უფერო

94

უფერო  –   უფერული, რასაც ფერი არა აქვს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, სახის წინ ფართოდ გაშლილი თითებით რკალური მოძრაობა სრულდება ზევიდან ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.