სინესტე

75

სინესტე  _  ნესტის ქონა, ტენიანობა, ნესტიანობა, სინოტივე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი თითები, ბოლო ფაზაში ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სიმსუბუქე

74

სიმსუბუქე   _  სიმჩატე, მცირე წონის ქონა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სიმინდი

73

სიმინდი  _ მარცვლოვანთა ოჯახის ტაროებიანი, პურეული მცენარე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

სილამაზე

72

სილამაზე  _   სასიამოვნო გარეგნობის, კარგი შესახედაობის ქონა, სიმშვენიერე, სიტურფე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი ეხება ლოყებს ნიკაპთან, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

სიზმარი

71

სიზმარი _ ძილში ნახული წარმოდგენები და სახეები, რაც მძინარეს ესახება, ესიზმრება,ზმანება

 

ერთხელიანი,  დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

საჯარო რეესტრი

70

საჯარო რეესტრი   –   სარეგისტრაციო დაწესებულება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხი“  –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვენივ მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადსტურება“ / „ბეჭდის დასმა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს.  ბოლო ორი ჟესტი ერთად ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „რეგისტრაცია“. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საჯარიმო

69

საჯარიმო   –  ჯარიმისათვის განკუთვნილი, ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებული

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯარიმა“ –  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადსტურება“ / „ბეჭდის დასმა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ბოლო ორი ჟესტი ერთად ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „რეგისტრაცია“. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სახსარი

68

სახსარი  –   ძვლების დაბოლოებათა მოძრავი შეერთება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს განთავსებული ხელისგულები, ხელები ერთმანეთზე გადაჭდობილია შუა და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

საჭე

67

საჭე  –    ავტომობილის (გემის, თვითმფრინავის) მოძრაობის სამართავი მოწყობილობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

საცივი

66

საცივი   –  ინდაურის ან ქათმის სქელწვნიანი შეჭამანდი ნიგვზით, ძმრითა და სხვადასხვა სანელებლით შეზავებული ქართული ეროვნული საჭმელი, რომელიც ცივად იჭმება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნიგოზი“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ლოყას, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოწობა“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საშუალება

65

საშუალება  _ იარაღი, ძალა ან ხერხი რისამე შესასრულებლად

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და ორგან ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

საშუალება

64

საშუალება  –   რითაც, რა გზითაც, რის შემწეობითაც შეიძლება მიაღწიონ რასმე; იარაღი ან ხერხი რისამე შესასრულებლად; შესაძლებლობა, გასაქანი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: