საზღვარი

საზღვარი  _   ხაზი, რომელიც რისამე ფარგლებს აღნიშნავს, რომელიც ორ ტერიტორიას, ორ ადგილს ყოფს ურთიერთისაგან, მიჯნა, ზღვარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ქვევით დაშვებული, გაშლილი ცერით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ _  უცხო ქვეყნებში, უცხოეთში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უცხოეთი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზღვარი“ / „ზღვარი“ _  მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული … Read more

Categories

საზრუნავი

საზრუნავი  _ ვისზედაც ან რაზედაც უნდა იზრუნონ, საფიქრელი, სადარდებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზრუნვა“ _- წინ მიმართულია ხელისგულები და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი სინქრონული  მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories

საზომი

საზომი _  რითაც ზომავენ, რაიმე სიდიდე, ხელსაწყო ან ჭურჭელი, რომელთან შეფარდებითაც არკვევენ სხვა სიდიდეთა ზომას   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, ცერების და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ … Read more

Categories

საზოგადოება

საზოგადოება  _ გარკვეული საერთო პირობებით დაკავშირებული ადამიანთა ერთობლიობა, ჯგუფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

საზიანო

საზიანო  _   ზიანის მომტანი, საზარალო, მავნე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საზარელი

საზარელი  _ შიშის მომგვრელი, თავზარის დამცემი, საშინელი, შემაძრწუნებელი, შესაზარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახული ღია წრეები, ორივე ხელი ეხება მკერდს და ზევით მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საზამთრო

საზამთრო  _ მრგვალი ან მოგრძო ფორმის ბაღჩეული ხილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა შუა თითი ეხება ცერს, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ხელის თითები, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის ყველა თითი გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სავსებით

სავსებით _  მთლიანად, მთლად, სრულიად, სრულებით, სულ   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სავსე“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და წინ გადაადგილება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ასი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, … Read more

Categories

სავსე

სავსე  _  რაც აივსო ან აავსეს, მთლიანად დაკავებული სივრცე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და წინ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სავაჭრო

სავაჭრო _ ვაჭრობისათვის განკუთვნილი, ვაჭრობასთან დაკავშირებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჭრობა“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელ თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

სავარჯიშო

სავარჯიშო  _ რითაც (ან რაშიაც) ვარჯიშობენ, ვარჯიშისათვის განკუთვნილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ვარჯიში“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

სავარაუდო

სავარაუდო _ რასაც ვარაუდობენ ან რაც უნდა ივარაუდონ, დაახლოებითი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, ხელი ორჯერ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სავალალო

სავალალო    _    სამწუხარო, საუბედურო, სადარდებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

საეჭვო

საეჭვო  _ რაც ეჭვს იწვევს, დამაჯერებლობას მოკლებული, ნაკლებ დამარწმუნებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, თავით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories