ტექნიკა

ტექნიკა  _ მანქანების, მექანიკურ მოწყობილობათა, იარაღების ერთობლიობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია წინ მიმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტერორისტი

ტერორისტი  _  ვინც ტერორს მიმართავს, ტერორისტული აქტის მონაწილე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება ირიბი ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტერიტორია

ტერიტორია  _  რაიმე საზღვრით შემოფარგლული მიწა-წყალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა.  … Read more

Categories

ტემპერატურა

ტემპერატურა _  სხეულის სითბოს ხარისხი, დონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა იღლიასთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

ტემპერატურა

ტემპერატურა  _  სითბოს ხარისხი, დონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ – მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცხე“ _  სხეულისკენ მიმართულია მარცხენა იღლიასთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ტელევიზია

ტელევიზია _  ტელეხედვა, ტელემედია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტელევიზორი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

ტაძარი

ტაძარი  _  საგანგებო შენობა ღვთისმსახურებისათვის, საერთო სამლოცველო, ეკლესია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება პირჯვრის გადაწერის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკლესია“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, … Read more

Categories

ტახტი

ტახტი  _  ხის გრძელი ოთხფეხიანი დგამი, დასაწოლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტაშტი

ტაშტი _ ლითონის მოზრდილი, გაშლილი, მრგვალი ჭურჭელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა შიდა მიმართულებით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ზევით მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტაში

ტაში  _  ხელისგულების ერთმანეთზე ცემა მოწონების გამოსახატავად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტაქტი

ტაქტი _ თავის დაჭერის უნარი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში წრიულად მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება ლოყებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეშვება ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტაქსი

ტაქსი  _  ავტომანქანა, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები და ნეკი,  დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტაქსი

ტაქსი  _  ავტომანქანა, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართულია მარცხენა მაჯაზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ტაფა

ტაფა  _   ლითონის ბრტყელი, მრგვალი სახელურიანი ჭურჭელი, რაშიც საჭმელს წვავენ ან ხრაკავენ   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტარი

ტარი  _   სახელური   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories