ტონა

ტონა  _ წონის ერთეული მეტრულ სისტემაში, უდრის 1 000კილოგრამს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტომი

ტომი _  ეთნიკური ერთობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმა, რომელიც აერთიანებს საერთო კულტურისა და ტერიტორიის მქონე მონათესავე გვარებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ ხელისგულები … Read more

Categories

ტომი

ტომი  _ რაიმე თხზულების ან რომელიმე ავტორის თხზულებათა ნაწილი ცალკე წიგნად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება … Read more

Categories

ტოლი

ტოლი _ თანაბარი, თანასწორი (სიდიდით, ხნით, მდგომარეობით…)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტოლი

ტოლი  _ თანაბარი, თანასწორი (სიდიდით, მათემატიკურად)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ტლანქი

ტლანქი _  დიდი და ულაზათო, მოუქნელი, მოუხეშავი, უხეში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნელი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი  თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხანგრძლივი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ … Read more

Categories

ტკბილი

ტკბილი  _  სასიამოვნოდ შესაგრძნობი, შაქრის, თაფლის გემოს მქონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მარჯვენა ლოყას, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ტიხარი

ტიხარი  _ თხელი გამყოფი კედელი შენობაში   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტიტული

ტიტული  _  მემკვიდრეობითი, საგვარეულო ან ბოძებული ოფიციალური საპატიო წოდება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ხელის თითები, მარჯვენა ხელის თითები მოხრილია ფალანგებში და მარცხნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტიტველი

ტიტველი  _   ვისაც არაფერი აცვია, შიშველი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტირილი

ტირილი  _ ცრემლის დენა მწუხარების ან ტკივილის გამო   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით სახესთან სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ტილო

ტილო _ სელის ძაფის ერთგვარი მტკიცე, სწორი ზედაპირის მქონე ქსოვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაწმენდა (ჭურჭლის)“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ … Read more

Categories

ტვირთი

ტვირთი  _  გადასატანი, გადასაზიდი სიმძიმე, ბარგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მძიმე“ _ ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი მაჯაში ტრიალდება და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგულიც მიმართულია ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ტექსტი

ტექსტი  _  წერილობითი ძეგლი ან მისი ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწარმოები“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული  იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ტექსტთა წყობა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული … Read more

Categories

ტექნიკოსი

ტექნიკოსი   _   ტექნიკური განათლების მქონე პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტექნიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია წინ მიმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more

Categories