ტყუპი

ტყუპი _  ერთი დედის ერთდროულად ნაშობი ორი სულიერი   ერთხელიანი, დინამიკური  ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები,  დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტყუილი

ტყუილი _  რაც მართალი არ არის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, სიცრუე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ზევით აღმართულია გაშლილი  ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტყვია

ტყვია  _  რბილი, მძიმე მოლურჯო-ნაცრისფერი ლითონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _   სხეულისკენ მიმართულია სახესთან  განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ  მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ … Read more

Categories

ტყვე

ტყვე  _ ომის ან რაიმე თავდასხმის დროს მტრის მიერ შეპყრობილი მებრძოლი ან მშვიდობიანი მოსახლე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტყავი

ტყავი   _ ცხოველის გარეთა, ჩვეულებრივ, ბეწვიანი საფარველი, გარსი, რომელიც შემოკრული აქვს ცხოველის ორგანიზმს, კანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხენა ხელისგული თავისუფლად გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  წინ და ქვევით, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტუჩი

ტუჩი  _  პირის ნაპობის ზედა და ქვედა კიდე, ბაგე   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ტუტუცი

ტუტუცი  _  უჭკუო, ქარაფშუტა, მოსულელო, თავხედი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, შუბლს ეხება მოხრილი თითების წვერები, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ტურა

ტურა _ ძაღლისებრთა ოჯახის მომცრო ტანის მტაცებელი ცხოველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, ასევე გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ტრიალი

ტრიალი _  მოძრაობა რისამე ირგვლივ, წრიულად ან თავისი ღერძის გარშემო, ბრუნვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით მიმართულია სხეულისკენ,  მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ზევით აღმართული, ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტრანსპორტი

ტრანსპორტი  _  საზოგადოებრივი მატერიალური წარმოების დარგი, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის გადაზიდვასთან და ხალხის გადაყვანასთან ერთი ადგილიდან მეორეზე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მანქანა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ … Read more

Categories

ტრადიცია

ტრადიცია  _ ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories

ტრაგედია

ტრაგედია  _  მძიმე განცდა, ტანჯვა, უბედურება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტრაბახი

ტრაბახი  _ თავის ქება, ბაქიაობა, კვეხნა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.      

Categories

ტოტი

ტოტი _  ხის ან ბუჩქის გამონაზარდი, შტო, რტო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით  მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული ეხება მარჯვენა იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რტო“ _  წინ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით … Read more

Categories

ტორტი

ტორტი  _  მრგვალი ან მომრგვალო ფორმის ტკბილი საკონდიტრო ნამცხვარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი,  ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ნახევარ-წრიული მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories