ტანჯვა

ტანჯვა _   მწვავე ფიზიკური ტკივილით ან უსიამოვნო განცდით გამოწვეული გრძნობა, წამება, წვალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და საჩვენებელი თითები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტანსაცმელი

ტანსაცმელი _   რასაც ტანზე იცვამენ, ტანისამოსი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ეხება მკერდს და რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტანი

ტანი _  ადამიანის ან ცხოველის სხეული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ეხება მკერდს და ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, სხეულის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ტანვარჯიში

ტანვარჯიში  _  სხეულის ვარჯიში, ორგანიზმის გასამაგრებელი გიმნასტიკა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ და ქვევით მიმართულია მარჯვენა მხართან განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობა და მომდევნო ფაზაში სხეულისკენ … Read more

Categories

ტალღა

ტალღა  _ წყლის რხევითი მოძრაობით გამოწვეული ამონაზნექი ზღვის ან მდინარის  ზედაპირზე, ზვირთი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, თითები გაშლილია და მარჯვნივ მიმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტალახი

ტალახი _  დასველებული, დამბალი, წყალში აზელილი მიწა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და მარცხნივ მიმართული, მარცხენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ხელები იცვლიან კონფიგურაციებს: მარცხენა ხელის თითები გაშლილია, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

სხივი

სხივი _  სინათლის ვიწრო ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, შუქი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით და მარცხნივ მიმართულია სხეულის ზევით განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ქვევით, სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

სხვანაირი

სხვანაირი  _  სხვაგვარი, განსხვავებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  მიმართულია საჩვენებელი თითები.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის … Read more

Categories

სხვათა შორის

სხვათა შორის  _  ისე, უბრალოდ,  ცნობისათვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  … Read more

Categories

სხვადასხვა

სხვადასხვა _  განსხვავებული, არა ერთი და იგივე, არა ერთნაირი, არამსგავსი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  მიმართულია საჩვენებელი … Read more

Categories

სხვა

სხვა     _       არა ის (არა ეს ან არა ეგ)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ  მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

სხეული

სხეული   _  ტანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. … Read more

Categories

სხდომა

სხდომა  _ რაიმე ორგანიზაციის წევრთა თათბირი სხვადასხვა საკითხების განსახილველად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კრება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები ეხება ლოყებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარბაზი (ხალხით)“ _ … Read more

Categories

სწრაფი

სწრაფი _  ჩქარი, მარდი, მალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩქარი“ / „სწრაფი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; … Read more

Categories

სწორი

სწორი  _   გაუმრუდებელი, მიხვევ-მოხვევის გარეშე მიმართული, პირდაპირი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories