ფრჩხილი

ფრჩხილი  –    რქოვანი წანაზარდი თითის წვერზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვვეით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ გადაადგილდება და საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი  _  ფეხზე ჩასაცმელი, ფეხის სამოსი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მარჯვენა ხელის თითების ქვეშ განთავსებული, გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით. ჟესტი … Read more

Categories

ფარული კენჭისყრა

ფარული კენჭისყრა –  ფარული ხმის მიცემით რაიმე საკითხის გადაწყვეტა ან ვისიმე არჩევა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ –  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერი ჯერ მარჯვენა ლოყას ეხება მსუბუქად და ქვევით მოძრაობს, შემდეგ – მარცხენას და ისევ ქვევით მოძრაობს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ – სხეულისკენ … Read more

Categories

უხერხულობა

უხერხულობა _ შეუფერებელი, საჩოთირო მდგომარეობა, შეზღუდულობა, მოუხერხებლობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.    

Categories

უფერო

უფერო  –   უფერული, რასაც ფერი არა აქვს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული … Read more

Categories

უფასო

უფასო  –     რაშიც ფასს, ფულს არ ახდევინებენ, უსასყიდლო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

უუფლებო

უუფლებო  –   ვისაც რისამე უფლება არა აქვს, უფლებაწართმეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფლება“ – … Read more

Categories

უსულო

უსულო _ რასაც სული არ უდგას, რაც სულდგმული არ არის, უსიცოცხლო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

ულევი

ულევი   –  ბევრი, უსაზღვრო, გაუთავებელი; აუარებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

უკეთესი

უკეთესი  _   უფრო კარგი, უმჯობესი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით  მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

უზრუნველი

უზრუნველი  –   ვინც არაფერზე ზრუნავს, ვისაც საზრუნავი არა აქვს, უდარდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

უეცრად

უეცრად  _  მოულოდნელად, უცაბედად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

უდარდელი

უდარდელი  –   ვისაც დარდი არა აქვს, უშფოთველი, კმაყოფილი, მხიარული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარდი“ … Read more

Categories

ტყე

ტყე  _   ხეებით დაფარული ვრცელი ფართობი, მცენარეული საფარის ერთ-ერთი ძირითადი ტიპი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

ტროტუარი

ტროტუარი   –  ქუჩის ორივე მხარეზე, სახლების გასწვრივ გაყოლებული, ოდნავ შემაღლებული გზა ფეხით მოსიარულეთათვის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories