ძლიერი

ძლიერი  _  . დიდი ძალის მქონე, ღონიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალა“_ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და საჩვენებელი თითი ისევ ეხება მარცხენა მკლავს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი … Read more

Categories

ძირითადი

ძირითადი  _  მთავარი,  ის, რასაც დანარჩენი ემყარება, ყველაზე მნიშვნელოვანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძილი

ძილი _ სიფხიზლის საწინააღმდეგო ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ცნობიერება მოდუნებულია და ორგანიზმი ისვენებს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ძვირფასი

ძვირფასი  _  რაც ძვირად ფასობს,  დიდი ფასის მქონე, ძვირად ღირებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება  გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories

ძვირი

ძვირი  _   დიდი ფასის მქონე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება  გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ძველი

ძველი  _   დიდი ხნისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ლოყასთან განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ეხება ლოყას, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ძვალი

ძვალი _ ხერხემლიანთა სხეულის შემაერთებელი მაგარი კონსისტენციის ქსოვილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძეხვი

ძეხვი  _  საქონლის ნაწლავში ჩატენილი დაკეპილ-შეკაზმული ხორცი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ძეწკვი

ძეწკვი  _  წვრილი ჯაჭვი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ყელის წინ განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

Categories

ძერწვა

ძერწვა  _  გამოქანდაკება თიხისაგან ან სხვა რამ ცომისებური მოქნილი მასალისაგან   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები, ბოლო ფაზაში კი ცერები გაშლილია და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძეგლი

ძეგლი   _  ნაგებობა ან ქანდაკება ვისიმე ან რისამე სამახსოვროდ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ქანდაკება“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ძეგლის) დგომა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია … Read more

Categories

ძებნა

ძებნა  _   ძიება, პოვნის, მონახვის მცდელობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.     რმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძგერა

ძგერა  _ გულის კუნთების პერიოდული შეკუმშვა-გაფართოებით გამოწვეული რიტმული ტოკვა (გულისა)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფეთქვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. … Read more

Categories

ძახილი

ძახილი  _   ხმამაღლა ხმობა, მოწოდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვირილი“ _ მარცხნივ  მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი  და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოძახება“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარცხნივ … Read more

Categories

ძაღლი

ძაღლი _  მგლის მოდგმის გაშინაურებული ცხოველი, რომელსაც იყენებენ ნადირობისას, ქონების დასაცავად   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და ერთად შეტყუპებული, გაშლილი და ზედა ფალანგებში სწორად მოხრილი ოთხი თითი ნაპრალს ქმნის,  გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories