ძარღვი

ძარღვი _   სისხლძარღვი, სისხლის სადინარი ელასტიკური მილი ორგანიზმში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ / „სისხლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული  საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის  შემდეგი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხენა ხელს … Read more

Categories

ძალიან

ძალიან  _  ძლიერ, ძალზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითები და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი … Read more

Categories

ძალადობა

ძალადობა  _  ძალის ხმარება, ძალმომრეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და ისევ ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალდატანება“ /„იძულება“ _  … Read more

Categories

ძალა

ძალა  _ კუნთების ენერგია, რომელიც წარმოადგენს მოძრაობისა და მუშაობის წყაროს, ღონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და ისევ ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ძაბრი

ძაბრი  _  კონუსის მოყვანილობის თავფართო მოკლე მილი, რომელიც იხმარება პირვიწრო ჭურჭელში სითხის ჩასასხმელად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია … Read more

Categories

ძაბვა

ძაბვა  _  1.ჭიმვა, ძაბვა; 2. ვოლტაჟი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დენი“ _ ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ასევე წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სადენი“ _ ირიბ … Read more

Categories

შთამომავლობა

შთამომავლობა  _ შთამომავლები, მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

შთაბეჭდილება

შთაბეჭდილება  _ ადამიანის შემეცნებაში შეგრძნებების გზით მიღებული გარეგამღიზიანებლის კვალი, გავლენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარჩენა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

შვილიშვილი

შვილიშვილი  _  შვილის შვილი, შთამომავალი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით ორჯერ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

შვილი

შვილი _   ადამიანი თავისი მშობლების მიმართ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

შვიდი

შვიდი  _  რიცხვი 7, ხუთი და ორი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შველა

შველა  _  დახმარება, შემწეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და მარცხნივ, მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახსნა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და … Read more

Categories

შეჯამება

  შეჯამება  _ 1. ჯამის გამოყვანა, შეკრება; 2. დასკვნის გაკეთება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეხსენება

შეხსენება  _   ვინმესთვის დავიწყებულის მოგონება, გახსენება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება თავს, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრლია წინ მიმართული თითები, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

შეხვეწნა

შეხვეწნა  _  მუდარით თხოვნა, ხვეწნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მუდარა“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხვეწნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და ყელის დონეზე.

Categories