ძაბვა

1

ძაბვა  _  1.ჭიმვა, ძაბვა; 2. ვოლტაჟი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დენი“ _ ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ასევე წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სადენი“ _ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია,ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.