ძვირფასი _ რაც ძვირად ფასობს, დიდი ფასის მქონე, ძვირად ღირებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
