ძეგლი

1

ძეგლი   _  ნაგებობა ან ქანდაკება ვისიმე ან რისამე სამახსოვროდ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ქანდაკება“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ძეგლის) დგომა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.