წარმოება

წარმოება   _    რაიმე საქმიანობის გაწევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში მოხრილი შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წარმატება

წარმატება  _  კარგი შედეგის მიღება, გამარჯვება,  წინსვლა, პროგრესი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინსვლა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედნიერება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, გაშლილია ცერებიც, … Read more

Categories

წარმავალი

წარმავალი   _  წ ა მ ა ვ ა ლ ი, რაც წავა, რასაც დრო გაანადგურებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, … Read more

Categories

წართმევა

წართმევა  _  ძალით გამორთმევა, ხელიდან გამოგლეჯა, სხვისი ქონების დასაკუთრება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წარბი

წარბი  _  თმის ზოლი თვალის ფოსოს ზემო ნაპირზე   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია წარბზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

წამწამი

წამწამი   _  ქუთუთოს ბეწვი, თმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

წამქეზებელი

წამქეზებელი  _    შემგულიანებელი, წამახალისებელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძგი“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories

წამოწყება

წამოწყება  _  დაწყება   ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წამოძახება

წამოძახება   _  1. ხმამაღლა თქმა, წამოყვირება; 2. დაყვედრება   ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები  გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წამი

წამი  _   წუთის მესამოცედი ნაწილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

წამოხტომა

წამოხტომა  _   სწრაფად, მოსხლეტით წამოდგომა, წამოვარდნა   ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულა ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წამოწევა

წამოწევა  _  წინ ან ზევით მოწევა   ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

წამოსვლა

წამოსვლა  _  აქეთ (მოლაპარაკისაკენ) სვლა, ადგილის გადმონაცვლება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია განზე გაწეული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და სხეულისკენ.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

წამება

წამება   _  მწვავე ფიზიკური ტკივილის მიყენებით დატანჯვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ტანჯვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „იძულება“ / „ძალდატანება“ _ … Read more

Categories

წამდაუწუმ

წამდაუწუმ  _  ყოველ წამს, ზედიზედ, ხშირ-ხშირად, წარამარა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, მომდევნო ფაზაში ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories