აღმსარებლობა

აღმსარებლობა _ ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრობა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „გაყოლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

აღმოცენება

აღმოცენება _  მიწიდან ამოსვლა (მცენარის),სვლა (მოძრაობა) ქვევიდან ზევით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

აქვს

აქვს  _   ეკუთვნის რამე‚ ფლობს რასმე, მისია რამე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აქ

აქ  – ამ ადგილას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ატლასი

ატლასი  –  აბრეშუმის პრიალა ქსოვილი   ორნაწილიანი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სრიალა“  – ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  „ბზინვა“ / „ბრწყინვა“  – მხრების დონეზე სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელის მაჯებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების … Read more

Categories

ასო

ასო   – სამეტყველო ბგერის გრაფიკული ნიშანი   ჟესტი წარმოდგენილია დაქტილური ფორმით: ძველი ანბანის ა,ს, და ო დაქტილებით.  

Categories

ასი

ასი  –  რიცხვი 100, ათჯერ ათი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

არჩევნები

არჩევნები –     წარმომადგენლების ან თანამდებობის პირთა ხმის მიცემით არჩევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარჯვნივ და წინაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

არის

არის  _   არსებობს, მყოფობს, მოიპოვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

არა

არა  – უარყოფის სიტყვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ.  ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ან

ან – კავშირი, იხმარება იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევანი კეთდება ჩამოთვლილ საგნებს, მოვლენებს, შესაძლებლობათა შორის   წარმოდგენილია „ა“ და „ნ“ დაქტილები ძველი ანბანით.  დაქტილური ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.    

Categories

ამტანი

ამტანი –   მომთმენი    ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური -სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ – ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, ზევით აღმართული ცერი სხეულს ეხება მკერდთან და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ამიერკავკასია

ამიერკავკასია  –  კავკასიის ნაწილი‚ რომელიც კავკასიონის ქედის სამხრეთითაა‚ სამხრეთ კავკასია   სამნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“  – ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საქართველო“ /„ქართული“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები სხეულს ეხება ზევით მიმართული ცერებით; ჟესტის ბოლო … Read more

Categories

ამბისტანია

ამბისტანია   _   დამბეზღებელი, ენის მიმტანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამ /ეს

ამ /ეს _ ნაცვალსახელი, მიუთითებს პირველ პირთან ახლო მყოფ საგანზე   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories