გამოცხადება

გამოცხადება –   ინფორმაციის, ცნობის ან ამბის გამოქვეყნება, საჯაროდ გამოტანა, გამომზეურება (ზოგადად)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილია … Read more

Categories

გამომწვევი

გამომწვევი  –   თავხედური   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ერთნაირი კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბორკილი

ბორკილი  _ ჯაჭვით შეერთებული რკინის რგოლები, რომელთაც ხელებზე ან ფეხებზე ადებდნენ შეპყრობილ მძიმე დამნაშავეებს ან მონებს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგულიც მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მარცხენა მაჯაზე, დანარჩენი თითები გაშლილია, ხდება ხელების პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბულიონი

ბულიონი  _ ხორცის ნახარში,  წვნიანი     ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ბუ

ბუ   _  ღამის მტაცებელი ფრინველი, აქვს დიდი თავი და დიდრონი თვალები, მოგრძო, მოკაუჭებული ნისკარტი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება თვალების გარშემო, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბლანკი

ბლანკი  _  1. ქაღალდის ფურცელი, რომლის თავზეც დაბეჭდილია დაწესებულების ან ფირმის რეკვიზიტები; 2. ნაბეჭდი ფურცელი (ტრაფარეტი), რომლის ცარიელ ადგილებს ავსებენ სათანადო ჩანაწერებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული … Read more

Categories

ბიძგი

ბიძგი  _  ხელის ან მხრის კვრა, იმპულსი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვებენელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბეცი

ბეცი _  სუსტი მხედველობის მქონე, ახლომხედველი, ცუდად მხედველი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება თვალს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ბელი

ბელი  _ დათვის ნაშიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ბე

ბე _   თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი … Read more

Categories

ბატკანი

ბატკანი  _   ცხვრის ნაშიერი ექვს თვემდე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, იკონური  სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში ერთად … Read more

Categories

ბარათი

ბარათი  _ წერილი,  პატარა ზომის ფურცელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბაჟე

ბაჟე  _   უმად შეკმაზული ნიგვზისა და ნივრის საწებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, არათითი და შუათითი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები, ბოლო ფაზაში ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და ზევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ახლა

ახლა  _  ამჟამად, ამ მომენტში, ლაპარაკის დროს, ამჯერად   ორხელიანი, სიმეტრიული სტატიკური ჟესტი, ხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აღსარება

აღსარება _ ერთ-ერთი შვიდსაიდუმლოთაგანი, რომლის დროსაც მორწმუნე უფლის წინაშე აღიარებს და ინანიებს თავის ცოდვებს, ხოლო მღვდელი უფლის სახელით შეუნდობს მას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღსარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული იმავე კონფიგურაციით;  ჟესტის … Read more

Categories