ამტანი

06

ამტანი    მომთმენი 

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური -სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, ზევით აღმართული ცერი სხეულს ეხება მკერდთან და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.