ატლასი – აბრეშუმის პრიალა ქსოვილი
ორნაწილიანი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სრიალა“ – ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური „ბზინვა“ / „ბრწყინვა“ – მხრების დონეზე სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელის მაჯებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
