ზოლი

ზოლი   გრძელი და ვიწრო სიბრტყე რისამე, რამეზე გავლებული, დაჩნეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მარცხნივ მიმართული, გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ზოგი

ზოგი  – ყველას შორის რომელიმე ერთი ან რამდენიმე, ზოგიერთი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე მაჯით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ზნეობა

ზნეობა   –   მორალი, ეთიკა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, შუბლს ეხება მოხრილი თითების წვერები, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საქციელი“– ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა … Read more

Categories

ზნე

ზნე  –   ხასიათი, ბუნება, თვისება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ზიზღი

ზიზღი –  უარყოფითი საქციელით ან მოვლენით გამოწვეული გრძნობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტს თან ახლავს სათანადო მიმიკა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ზვინი

ზვინი  – თივის ძნების მაღლად დადგმული დიდი გროვა   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „ბალახი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „გამხმარი“ –  მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ … Read more

Categories

ზეწარი

ზეწარი –  ლეიბზე გადასაფარებელი თეთრი ქსოვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით იკვრება წრე და ხელი ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული … Read more

Categories

ზეცა

ზეცა  –   ცა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია თავს ზემოთ განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, თითების რხევით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია თავის ზემოთ დონეზე.

Categories

ზერელე

ზერელე  – ზედაპირული, საქმეში ღრმად ჩაუხედავი, არაარსებითი, არასერიოზული, ფუქსავატი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცარიელე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული ქვევით მიმართული თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

ზეპირი

ზეპირი –  სიტყვიერი,  ჩაუწერლად ან წაუკითხავად  თქმული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული პირთან მიტანილი, გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ზემოთ

ზემოთ   –  ზევით, მაღლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია თავის ზემოთ დონეზე.  

Categories

ზეიმი

ზეიმი  –  დღესასწაული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია თითები, შუა თითები ჩაწეულია და ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ზევით

ზევით –  ამა თუ იმ ადგილიდან მაღლა, მაღალ ადგილას, ზედა ნაწილში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ზედმიწევნით

ზედმიწევნით –  გამოწვლილვით, ზუსტად, საფუძვლიანად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ზედმეტი

ზედმეტი  –   იმაზე მეტი, რაც საჭიროა, ნავარაუდევია, მიღებულია, დადგენილია   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერების და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories