ზედ

1

ზედ     ზევიდან, რამის ზედაპირზე განთავსება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზეგ

10

ზეგ   ხვალის მომდევნო დღეს,  ხვალზევით

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, ცერი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ზაფხული

9

ზაფხული   წლის ყველაზე ცხელი დრო. მისი თვეებია: ივნისი, ივლისი და აგვისტო

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ გათავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება ჯერ ნიკაპს, შემდეგ შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ზაფრანა

8

ზაფრანა    ყვითელყვავილიანი მცენარე, რომელთაც საჭმლის სანელებლად იყენებენ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“   სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით  და ნეკები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“  ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება განმეორებადი მოძრაობისას, დანარჩენი თითები მოხრილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზარმაცი

7

ზარმაცი    ზანტი, უქნარა, ვინც მუშაობას, რისამე კეთებას გაურბის, ვისაც შრომა-გარჯა ეზარება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ზარი

6

ზარი    ლითონისაგან  ჩამოსხმული კონუსის მოყვანილობის ღრუ სარეკელი, რომლის შიგნით არის  ლითონის თავმსხვილი საცემელა (ზარის ენა), რომელიც მოძრაობისას კედლებს ეხლება და რეკის ხმას გამოსცემს

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ზარალი

5

ზარალი    ქონებრივი დანაკარგი, დანაკლისი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ქვევით, თითები ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ზანტი

4

ზანტი     ზარმაცი, ნელი, მძიმე, აუჩქარებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზარმაცი“ წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, ცერი მსუბუქად ეხება ნიკაპს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული და ზევით აღმართული ცერი ნიკაპს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელის თითების რხევით სრულდება განმეორებადი სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზანგი

3

ზანგი     შავკანიანი ადამიანი, ნეგრი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა სახისკენ მიმართულია ხელისგული,  ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაშიფართოდ გაშლილია თითები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა სახის წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის,  მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ზამთარი

2

ზამთარი   წელიწადის ყველაზე ცივი დრო. მისი თვეებია: დეკემბერი, იანვარი, თებერვალი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება ნახევარ-წრის ტრაექტორიული მოძრაობა და ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზავი

1

ზავი   შეთანხმება მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მშვიდობიანობის დამყარების შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეპირება“ მერჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია შუა და გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი მოძრაობა და ხელები პოზიციებს იცვლიან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: