თვალსაზრისი

თვალსაზრისი –  გარკვეული აზრი, შეხედულება რამეზე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხედვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, ცერი ეხება თითების … Read more

Categories

თვალთახედვა

თვალთახედვა  – 1. მანძილი, რომელსაც თვალი სწვდება, მხედველობის არე, ჰორიზონტი; 2. შეხედულება, თვალსაზრისი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ / „თვალები“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ეხება ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა თვალს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხედვა“ … Read more

Categories

თვალი

თვალი   –  მხედველობის ორგანო, თვალბუდეში მოქცეული გუგა, რომელიც აღიქვამს სინათლეს   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია თვალთან სახეზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თექვსმეტი

თექვსმეტი  –  რიცხვი 16, ათი და ექვსი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი ცერით, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა და მარჯვენა ცერი ორგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თეფში

თეფში –  მრგვალი, გაშლილი, მეტ-ნაკლებად ჩაღრმავებული ჭურჭელი საჭმლის, კერძის დასადებად   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

თესლი

თესლი  –   მცენარის გამრავლების ორგანო, რომელიც ვითარდება თესლკვირტიდან და შედგება მომავალი მცენარის ჩანასახისა და მისთვის საჭირო საზრდოსაგან   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი თითის წვერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თერთმეტი

თერთმეტი –  რიცხვი 11, ათი და ერთი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი და ამ თითით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით: თითი იკეცება და იხსნება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

თეორია

თეორია   – ფუძემდებელი, ხელმძღვანელი იდეების სისტემა ამა თუ იმ დარგში   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს უახლოვდება და ღია წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თემა

თემა  – საკითხი, რომელსაც ეხება თხზულება ან საუბარი, დებულება, სიუჟეტი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თეთრი

თეთრი  – თოვლის, რძის ფერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით იკვრება წრე და ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თევზაობა

თევზაობა  – თევზის ჭერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ანკესი“ – მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ … Read more

Categories

თევზი

თევზი –  წყლის ხერხემლიანი ცხოველი, რომელიც ლაყუჩებით სუნთქავს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თებერვალი

თებერვალი –  კალენდარული წლის მეორე (და ზამთრის მესამე) თვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი წარმოდგენილია თ დაქტილით.

Categories

თეატრი

თეატრი  – ხელოვნება, რომელიც მდგომარეობს სცენაზე რისამე წარმოდგენა-განსახიერებაში და ასეთი დაწესებულების შენობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია თითები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და ქვევით ჩაწეული შუა თითებით ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თბილისი

თბილისი  – საქართველოს დედაქალაქი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება მკერდს და სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი, … Read more

Categories