შინაური

შინაური  _ სახლის, ოჯახის წევრი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შინაგანი“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, … Read more

Categories

შინაგანი

შინაგანი   _  შიგნით არსებული, შიგნითა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.  

Categories

შინაარსი

  შინაარსი   _ შინაგანი არსი, რაობა, დედაარსი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით … Read more

Categories

შინ

შინ   _   სახლში   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შიმშილი

შიმშილი  _ უჭმელობით გამოწვეული შემაწუხებელი გრძნობა, ჭამის მოთხოვნილება, სიყმილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელები ეხება მუცელს. ჟესტი წარმოდგენილია მუცლის დონეზე.

Categories

შიგნიდან

შიგნიდან _  შიგნითა მხრიდან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

შიგნით

შიგნით  _   შიგა მხარეს, შიგ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

შეხვედრა

შეხვედრა  _  1. პირისპირ შეყრა, ნახვა, წაწყდომა; 2. შეგებება, მიგებება; დახვედრა; მიღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი  მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შეხედვა

შეხედვა  _ მზერის მიპყრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია  სახისა და მხრების დონეზე.

Categories

შეჭმა

შეჭმა _   დაღეჭვა და გადაყლაპვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

შეწყდომა

შეწყდომა _  შეჩერება, შეწყვეტა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ქვევით მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები მაკრატლისებურად ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეწუხება

შეწუხება _ 1. თავის შეწყენა, დასაქმება; 2. გულის შეღონება, გულის წასვლა, გრძნობის დაკარგვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვნივ მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

შეწვა

შეწვა  _  ცეცხლზე წვით საჭმელად რამის მომზადება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეძლება

შეძლება  _  შესაძლებლობა; უნარი, ძალ-ღონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით  სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეძახილი

შეძახილი  _ ძახილი, შეძახება, მიძახება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories