სიმაღლე

სიმაღლე  _ რისამე ვერტიკალური განზომილება, მანძილი ქვევიდან ზევით   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ნეკი ეხება მარცხენა ცერის წვერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმარტოვე

სიმარტოვე _  მარტოდ მყოფი ადამიანის მდგომარეობა, მარტოდ ყოფნა, მარტოობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმართლე

სიმართლე  _ სისწორე, ეჭვმიუტანლობა, ჭეშმარიტება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ლოყასთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სილამაზე

სილამაზე  _  სასიამოვნო გარეგნობის, კარგი შესახედაობის ქონა, სიმშვენიერე, სიტურფე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლამაზი“ _ ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითი ორგან ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა … Read more

Categories

სიკვდილი

სიკვდილი  _ სიცოცხლის შეწყვეტა, მოკვდომა, გარდაცვალება   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სითხე

სითხე  _    თხევადი ნივთიერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სითხე“  ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონულად რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“_ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი … Read more

Categories

სითამამე

სითამამე  _  გამბედაობა, სილაღე, თამამობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ლოყასთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ზევით მოძრაობს თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სიზუსტე

სიზუსტე  _ სისწორე, ზედმიწევნილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიზარმაცე

სიზარმაცე  _  უქნარობა, სიზანტე, ზარმაცობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სივიწროვე

სივიწროვე  _  მცირე ზომის ქონა, ფართობის ნაკლებობა, ვიწროობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვიწრო“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და ერთმანეთს მჭიდროდ ეხება, ორივე ხელით რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ცვლიან პოზიციებს: ჯერ მარჯვენა ხელია ზემოთ განთავსებული, შემდეგ _ მარცხენა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ … Read more

Categories

სივრცე

სივრცე  _  დედამიწის ზედაპირი, მიდამო, ფართობი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სიდიდე

სიდიდე  _ 1.დიდად ყოფნა, დიდობა; 2. რისამე ზომა, მოცულობა, ტევადობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეტი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

სიდედრი

სიდედრი  _  ცოლის დედა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელი ეხება მარცხენა ლოყას და მარჯვნივ მოძრაობს, მომდევნო ფაზაში ხელი ეხება მარჯვენა ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ოჯახის შემატებული, მეორადი წევრი“ _ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული და ხელი ეხება მარცხენა … Read more

Categories

სიგრძე

სიგრძე _   მანძილი საგნის ყველაზე მეტად დაშორებულ ორ წერტილს შორის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ქვევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

სიგიჟე

სიგიჟე  _  გიჟად ყოფნა, შეშლილობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „გონება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ ფართოდ გაშლილი თითებით წინ მიმართულია ხელისგული, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ტრიალებს მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და … Read more

Categories