სემინარი

სემინარი _   უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა ჯგუფური, სასწავლო-თეორიული მეცადინეობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და  საჩვენებელი თითები ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

სემესტრი

სემესტრი _   სასწავლო წლის ნახევარი უმაღლეს სასწავლებელში ან ტექნიკუმში   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

სეირნობა

სეირნობა _  გასართობად ან დასვენებისათვის ღია ცის ქვეშ, ჰაერზე ნელა სიარული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საჯდომი

საჯდომი _   რაზედაც ან სადაც ჯდება ვინმე, რაზედაც, სადაც ჯდომა შეიძლება,  დასაჯდომი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია წინ მიმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საჯარო

საჯარო  _  საზოგადოებისათვის განკუთვნილი, საზოგადო, საყოველთაო, სახალხო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავრობა“ _ მარცხნივ მიმართულია შუბლთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, შუა თითი მოხრილია,   დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამათ“ _ მარჯვენა ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული გაშლილი და ზედა … Read more

Categories

სახურავი

სახურავი _  1. შენობის, ნაგებობის ზედა ნაწილი, რომელიც მას ახურავს და იცავს ატმოსფერული მოვლენებისაგან; 2. ზევიდან დასაფარებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

სახლი

სახლი  _  ადამიანთა საცხოვრებელი შენობა   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ერთმანეთს წვერებით მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სახეხი

სახეხი   _ რაზეც ხეხავენ ხილს ან ბოსტნეულს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სახელგატეხილი

სახელგატეხილი _  ვისაც სახელი გაუტყდა, ვისაც ცუდი სახელი აქვს,  სახელშერცხვენილი   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება … Read more

Categories

სახელოვანი

სახელოვანი  _ კარგი სახელის მქონე, ყველასაგან დაფასებული და პატივცემული,  სასახელო, სახელგანთქმული   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და … Read more

Categories

სახელგანთქმული

სახელგანთქმული _  სახელოვანი, სახელმოხვეჭილი, პოპულარული   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე  ნაწილია … Read more

Categories

სახელი

სახელი  _  სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ვისმე ან რასმე; რაც ჰქვია, რასაც უწოდებენ ვისმე ან რასმე, სახელწოდება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა … Read more

Categories

სახე

სახე    _  ადამიანის თავის წინა მხარე, პირი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

სახარება

სახარება  _ ბიბლიის ნაწილი, რომელშიც შედის ახალი აღთქმის პირველი ოთხი წიგნი. შეიცავს ლეგენდებს ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. წარმოადგენს ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველს, ოთხთავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახარება“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

სახანძრო

სახანძრო  _ ხანძრის ჩასაქრობად განკუთვნილი, ცეცხლსაქრობი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ნეკები ეხება ცერებს, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების  დონეზე.  

Categories