ქვევრი

ქვევრი  _  კვერცხის მოყვანილობის მიწაში ჩაფლული ღვინის შესანახი თიხის დიდი ჭურჭელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა (ქვევრის)“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ – ზევით მიმართულია  ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო … Read more

Categories

ქვევით

ქვევით  _    ამა თუ იმ ადგილიდან დაბლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ქვაბი

ქვაბი  _   ცილინდრული ფორმის სითხის ასადუღებელი ან საჭმლის მოსახარში ლითონის  ჭურჭელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქვა

ქვა  _  მაგარი ქანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, იმავე კონფიგურაციით ხდება პოზიციათა მონაცვლეობა და ბოლო ფაზაში მარცხენა ხელი ადევს მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქექვა

ქექვა  _    მიწის ჩიჩქნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით და გაშლილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ნეკი, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქექვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული, … Read more

Categories

ქერტლი

ქერტლი  _  კანის რქოვანი უჯრედებისა და კანის ცხიმის წვრილი ნაწილაკები, რომლებიც გროვდება თავზე თმის ძირებთან, ქერცლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება თავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერი განმეორებადი … Read more

Categories

ქელეხი

ქელეხი  _   მიცვალებულის მოსახსენებლად გამართული პურის ჭამა დამარხვის დღეს, ორმოცზე ან წლისთავზე, აღაპი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია მაჯებთან ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფრა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული … Read more

Categories

ქედი

ქედი  _    წაგრძელებული მთა, სერი, მთაგრეხილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია იმავე კონფიგურაციით ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ორივე ხელით სრულდება წინ და ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

ქება

ქება  –   მოწონებით მოხსენიება, ხოტბის შესხმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქაღალდი

ქაღალდი  _   სპეციალური მასალა საწერად, სახატავად ან საბეჭდავად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქაღალდი“ _ მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფორმა (ფურცლის)“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია  ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, საჩვენებელი და … Read more

Categories

ქარიშხალი

ქარიშხალი  _    ძლიერი, დიდი ქარი წვიმითურთ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქარი“ –  მუშტად შეკრული თითებით  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები,  ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტრიალი“_  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და გაშლილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. … Read more

Categories

ქარი

ქარი  _   ჰაერის ძლიერი მოძრაობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  მუშტად შეკრული თითებით  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები,  ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქართული

ქართული  _    საქართველოს და ქართველების კუთვნილი, დამახასიათებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული შუა … Read more

Categories

ქართლი

ქართლი  _   საქართველოს ერთ-ერთი კუთხე, მისი შუა ნაწილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქართველი

ქართველი  _    ქართული ეროვნების ადამიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories