ქერტლი

10

ქერტლი  _  კანის რქოვანი უჯრედებისა და კანის ცხიმის წვრილი ნაწილაკები, რომლებიც გროვდება თავზე თმის ძირებთან, ქერცლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება თავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილ და ქვევით დაშვებულ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.