ქელეხი

9

ქელეხი  _   მიცვალებულის მოსახსენებლად გამართული პურის ჭამა დამარხვის დღეს, ორმოცზე ან წლისთავზე, აღაპი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია მაჯებთან ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფრა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.