ქცევა

5

ქცევა    _     საქციელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საქციელი“ / „ქცევა“ /  „წესრიგი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ –  ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელის თითების რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ქუხილი

4

ქუხილი  _  ჭექა- გრიალი ზეცაზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუათითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და  ზევით აღმართული, სახის დონეზე ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა  წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზეცა“ _ წინ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

ქუჩა

3

ქუჩა  _   სახლების ორ მწკრივს შორის მოქცეული გზა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა მარჯვენა გვერდთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

კატეგორია:

ქურქი

2

ქურქი _    ბეწვეულის სამოსელი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა მხართან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მხარს,

სრულდება მოძრაობა წინ და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ქურდობა

1

ქურდობა   _      ქურდის ხელობა, მოპარვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპარვა“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ზურგით ეხება ნიკაპს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავაზაკი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ  მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

 

 

კატეგორია:

ქურდი

10

ქურდი   _   სხვისი საკუთრების მალულად, ფარულად მიმტაცებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპარვა“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ზურგით ეხება ნიკაპს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.

 

 

 

კატეგორია:

ქუდი

9

ქუდი  _  ადამიანის თავზე დასახურავი, თავსაბურავი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია შუბლთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ქსოვილი

8

ქსოვილი  _  რაც ქსოვით არის დამზადებული, მოქსოვილი ნაჭერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, იმავე კონფიგურაციით ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ქსოვა

7

ქსოვა _  გარკვეული წესით ძაფების ერთმანეთში გაყრით გამოყვანა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება წვერებით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ქსელი

6

ქსელი  _  სისტემაში შემავალ ერთეულთა  ერთობლიობა და  მრავალმხრივი კავშირები

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ქრონიკა

5

ქრონიკა _   საზოგადოებრივი მოვლენების, ფაქტების ქრონოლოგიური აღნუსხვა, ყოველწლიური ჩანაწერი, მატიანე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა მარცხენა ხელის ზევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ –  წინ მიმართულია ხელისგულები, შუათითები და ცერები  ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ქრისტიანი

4

ქრისტიანი _   ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქრისტე“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ  მიმართული შუა თითით ხელი ეხება მარჯვენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ქრისტე

3

ქრისტე  _  უფალი, ღმერთი, ძე ღვთისა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ  მიმართული შუა თითით ხელი ეხება მარჯვენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ქოხი

2

ქოხი  _  ჩალით ან ისლით დახურული წნელის, ხის ან ალიზის უბრალო ნაგებობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილია ხელები, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ქონება

1

ქონება  _    სიმდიდრე,  საკუთრებად არსებული სარჩო-საბადებელი, ნივთეულობა, ფული

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ცერი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: