ნახაზი

ნახაზი  _   ხაზვით გამოსახული, ხაზებით შესრულებული (ნაკვთი, გეგმა)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ნ

ნაჭუჭი

ნაჭუჭი _   რისამე ბუნებრივი მაგარი გარსი, რომელიც ფარავს უფრო რბილ შინაგან ნაწილებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვერცხი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეკანი“ _ სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories ნ

ნაჭერი

ნაჭერი  _  გარკვეული ნაწილი, მონაკვეთი, მონაჭერი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ნ

ნაჭერი

ნაჭერი _  ქსოვილის, მატერიის ნაწილი, ნაკუწი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ნ

ნაწყენი

ნაწყენი  _  ვისაც რამე აწყენინეს, ვისაც რამე ეწყინა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ / „მორიდებული“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაღველი“ / „დარდი“  _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული … Read more

Categories ნ

ნაწნავი

ნაწნავი   _  ერთმანეთში გადახლართული თმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი  თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა: ხელი ტრიალებს მაჯაში მარჯვნივ-მარცხნივ და ქვევით ეშვება. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories ნ

ნაწილი

ნაწილი  _  მთელის შემადგენელი ერთეული; ისეთი რამ, რაც მთლიან სისტემაში შედის და რის ცალკ-ცალკე გამოყოფაც შეიძლება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, მარცხენა _  მარჯვნივ,  გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ხელები ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ნ

ნაწერი

ნაწერი  _  რაც წერეს, დაწერილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია თითებით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories ნ

ნაწარმი

ნაწარმი _     ქარხნის,  ფაბრიკის, საწარმოს მიერ გამოშვებული საქონელი, პროდუქცია   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ნ

ნაძირალა

ნაძირალა    _      სოციალურად გადაგვარებული პიროვნება, გახრწნილი, ზნედაცემული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები იკვრება მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება ყურს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories ნ

ნაძვი

ნაძვი _   წიწვოვანი ხე წიწვებით და თავდაკიდებული გირჩებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, თითების რხევით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories ნ

ნაძალადევი

ნაძალადევი  _  ძალდატანებით გამოწვეული, არაბუნებრივი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა … Read more

Categories ნ

ნაცრისფერი

ნაცრისფერი _  რაც ფერით ნაცარს მოგვაგონებს, რუხი, ლეგა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories ნ

ნაცნობი

ნაცნობი  _   ვინც გაიცნეს, ვისაც იცნობენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ნ

ნაცვამი

ნაცვამი  _  რაც ვისმე ეცვა, ნახმარი  (ტანისამოსი ან ფეხსაცმელი)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაცმა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, … Read more

Categories ნ