ნაწილი _ მთელის შემადგენელი ერთეული; ისეთი რამ, რაც მთლიან სისტემაში შედის და რის ცალკ-ცალკე გამოყოფაც შეიძლება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა _ მარჯვნივ, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ხელები ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
