მეგრელი

მეგრელი  –   სამეგრელოს მკვიდრი, წარმოშობით სამეგრელოდან ან იქ მაცხოვრებელი პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სამეგრელო“ – ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება ყურთან, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories

მეგობარი

მეგობარი –  გულითადი ამხანაგი, ჭირისა და ლხინის მოზიარე, ახლობელი ადამიანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითების წვერებს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი თითების წვერებით ზემოდან ადევს მარცხენა ხელის თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მეცხვარე

  მეცხვარე  –   ცხვრის მწყემსი   ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“– ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა –  ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართული საჩვენებელი თითი ცერზეა შემოხვეული, … Read more

Categories

მებაღე

მებაღე  – ბაღის მომვლელი და მეთვალყურე   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ბაღი“ – ერთმანეთისკენ და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეთვალყურე“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories

მეათედი

მეათედი – ათ თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი   ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ათი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე თითების წვერებით მიდებული ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წილობითობა“ – სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარცხენა … Read more

Categories

მეათე

მეათე – რიგითი რიცხვითი სახელი ათისა, რიგის მიხედვით ათი   ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ათი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე თითების წვერებით მიდებული ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხენა … Read more

Categories

მე

მე    აღნიშნავს მოლაპარაკეს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მდუმარე

მდუმარე –  დუმილით მოცული, დადუმებული, გაჩუმებული, გარინდებული, გაყუჩებული   ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, … Read more

Categories

მდივანი

მდივანი –  ვინც აწარმოებს ან განაგებს დაწესებულების ან კერძო პირის საქმიან მიმოწერას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ეხება მკერდს,  დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მდიდარი

მდიდარი –   დიდი ფულისა თუ ქონების პატრონი, შეძლებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ცერით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მდედრობითი

მდედრობითი  – სქესით დედალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ – მარცხნივ მიმართულია ნიკაპზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

მბრძანებელი

მბრძანებელი  – ვინც ბრძანებს, განმკარგულებელი, ბატონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ – მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით  მიმართულია  მარცხნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით  მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, მოძრაობს წინ და ქვევით, ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მაჯა

მაჯა  – ხელის ნაწილი მტევანს ზევით, სადაც გადის სხივის არტერია და ვენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგული ასევე მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხენა მაჯაზე დადებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

მახინჯი

მახინჯი  –  ფიზიკური ნაკლის მქონე, გონჯი, უშნო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით,  მარჯვენა ხელი მარცხენაზე ოდნავ ქვევითაა განთავსებული, ბოლო ფაზაში კი პირიქით – მარცხენა ხელი მარჯვენაზე ოდნავ ქვევითაა განთავსებული და ფალანგებში მოხრილია თითები. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

მახათი

მახათი – გრძელი, მსხვილი, მაგარი მასალის საკერავი ნემსი     ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნემსი“ – გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გრძელი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ზევით აღმართულია საჩვენებელი … Read more

Categories