მეგობარი

3

მეგობარი   გულითადი ამხანაგი, ჭირისა და ლხინის მოზიარე, ახლობელი ადამიანი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითების წვერებს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი თითების წვერებით ზემოდან ადევს მარცხენა ხელის თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.