ისტორია

ისტორია  –  კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრება, ამა თუ იმ ქვეყნის წარსული ცხოვრება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და არათითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ისედაც

ისედაც  – ისეც   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იგივე“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ჯერ სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული, შემდეგ კი – განსვლითი ტრაექტორიის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისევ“  – მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია … Read more

Categories

ისარი

ისარი –  მშვილდით სატყორცნი მახვილწვერიანი წვრილი ჯოხი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს, ბოლო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ის

ის   მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ირონიული

ირონიული  – დამცინავი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ირიბი

ირიბი – არაპირდაპირი, გვერდულად გავლებული, დახრილი, ალმაცერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

იოლი

იოლი –  ადვილი; მარტივი, უბრალო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითები ეხება ნიკაპს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ინციდენტი

ინციდენტი  – რაიმე უსიამოვნო შემთხვევა, გაუგებრობა, შეხლა-შემოხლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ინფორმაცია

ინფორმაცია  – ცნობა, ამბის შეტყობინება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუბლთან მიტანილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სხეულისკენ მიმართული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მხრებთანაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

ინტრიგა

ინტრიგა  – 1. ფარული მოქმედება, ხრიკები 2. სიუჟეტის დაძაბული განვითარება ნაწარმოებში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.  

Categories

ინტონაცია

ინტონაცია   – მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, რომელიც დამოკიდებულია ტონის აწევ-დაწევაზე, ხმის სახეცვალება სიმაღლის მიხედვით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ყელს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე  ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბალი“ – მარცხნივ და ქვევით მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითები ერთად … Read more

Categories

ინტერნაციონალური

ინტერნაციონალური  – საერთაშორისო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ  გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული, მონაცვლეობითი  მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

ინტელექტი

ინტელექტი  –  ადამიანის აზროვნების უნარი, გონება, ჭკუა, გონებრივი განვითარების დონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ინსტრუქცია

ინსტრუქცია  – სახელმძღვანელო მითითება, დარიგება; რისამე შესასრულებლად საჭირო წესების კრებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ – მარცხენა ხელისგულზე განთავსებული … Read more

Categories

ინსტიტუტი

ინსტიტუტი –  უმაღლესი სპეციალური სასწავლებლი ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია ქვევით განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული, მონაცვლეობითი მოძრაობა სხეულისკენ და ხელები მონაცვლეობით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories