გვერდი

გვერდი  –  წიგნის ფურცელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი თითების წვერებით ზემოდან ეხება მარცხენას და რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას მარცხნივ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზემოდან ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გველეშაპი

გველეშაპი  – ზღაპრული ურჩხული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია პირთან მიტანილი ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხელი წინ მოძრაობს, მომდევნო ფაზაში ნეკი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.  

Categories

გვამი

გვამი  –  ცხედარი, მიცვალებულის სხეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“  – ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება … Read more

Categories

გესლიანი

გესლიანი  –  შხამიანი, ღვარძლიანი, ბოროტი, ავი (ენა)   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ენა“– სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გველი“ – ხელისგული მიმართულია წინ, ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი წრიული … Read more

Categories

გესლი

გესლი  – შხამი, ღვარძლი, ბოროტება, სიავე (ენის)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ენა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გველი“ – ხელისგული მიმართულია წინ, ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი … Read more

Categories

გერმანელი

გერმანელი  – გერმანიის მცხოვრები, ან წარმოშობით ამ ქვეყნის ადამიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გერმანია“  – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“– ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით … Read more

Categories

გერმანია

გერმანია –  ქვეყანა დასავლეთ ევროპაში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, საჩვენებელი თითიდა ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გეომეტრია

გეომეტრია  –  მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სხეულთა ფორმას, სიდიდეს და მდებარეობას სიბრტყესა და სივრცეში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აზომვა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილი წარმოდგენილია ძველი ანბანის გ-დაქტილით. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

გენეტიკა

გენეტიკა –   ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის განვითარებასა და მემკვიდრეობითობას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გენი“ – იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზემოთ მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელს მაჯასთან ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით; … Read more

Categories

გენი

გენი  –   მემკვიდრეობითი ბიოქიმიური ფაქტორები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზემოთ მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელს მაჯასთან ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი  სრულდება წელის დონეზე.

Categories

გენერალი

გენერალი –   უმაღლესი სამხედრო წოდება,  შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითები და გაშლილი ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია თეძოების დონეზე.

Categories

გენაცვალე

გენაცვალე –   საალერსო მიმართვის ფორმა, შემოგევლე! გეთაყვანე!   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „საყვარელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი  ერთმანეთს წვერებით ეხება და ეხება ყელს, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – სხეულისკენ მიმართულია მხრის დონეზე განზე გაწეული ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

გემოვნება

გემოვნება  –  1. გემოს შეგრძნების უნარი;  2. ესთეტიკური განცდის უნარი, სილამაზის, მშვენიერების გრძნობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გემო“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული ფორმა – ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

გემრიელი

გემრიელი –  კარგი გემური თვისების მქონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გემო

გემო  –   შეგრძნება, რომლის ძირითადი ორგანოა ენა და პირი; საჭმლის ან სხვა ნივთიერების თვისება, რომელიც შეიგრძნობა პირით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories