გვამი

10

გვამი    ცხედარი, მიცვალებულის სხეული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“   ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.