გავლა

გავლა – პრობლემის ან უარყოფითი ფაქტორის ჩავლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

გავარდნა

გავარდნა –  გაგდება, საქმიდან გასვლა-გაშვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გადიდება

გადიდება  – გაზრდა, გაბევრება, დიდად ქცევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა, მარჯვენა ხალი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გადგმა

  გადგმა /გადადგმა – ერთი ადგილიდან მეორეზე დადგმა, რაიმეს გადაადგილება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გადახატვა

გადახატვა – ერთი ნახატის მეორეგან გადატანა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხატვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ –  ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ მიმართულია მარჯვენა … Read more

Categories

გადაჭარბება

გადაჭარბება – მეტისმეტად გადიდება, გაზვიადება, გადამეტება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაჭარბება“ / „ძალიან“– მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, … Read more

Categories

გადაჭრა

გადაჭრა   –   გაჭრა, გახერხვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები ოდნავ მოხრილია ფალანგებში, მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

გადაჭრა

გადაჭრა –  ხის მოჭრა, გადაკვეთა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „მსხვილი“ – ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრეები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოჭრა“ – მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, იმავე კონფიგურაციით ზემოთ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის … Read more

Categories

გადაჭრა

გადაჭრა  – მაკრატლით ნაწილის მოჭრა,  გადაკვეთა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ცერი, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდაა გაშლილი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი წინ გადაადგილდება და გადაშლილი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადაჭრა

გადაჭრა –  ამოხსნა, საბოლოოდ გარკვევა, მოლაპარაკებით გადაწყვეტა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოლაპარაკება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჭრა“ – მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და … Read more

Categories

გადაჭარბება

გადაჭარბება  – გადამეტება, მეტისმეტად გადიდება, გაზვიადება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული წინაა … Read more

Categories

გადაჩვევა

გადაჩვევა  –  ჩვევის მოშლა, გადაგდება, მიტოვება, დავიწყება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩვევა“  – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული ხელი მიდებულია ბაგეებთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, … Read more

Categories

გადაღმა

გადაღმა  – იქითა, რაიმეს (მდინარის, გზის, მთის) იქით მდებარე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადაფრენა

გადაფრენა  – ფრენით გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ და ორგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გადაფრენა

გადაფრენა –  ფრინველთა ფრენით გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories