გამგე

გამგე  –    ვინც მმართველობს, გამგებლის მოვალეობას ასრულებს, განაგებს, მართავს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  მუშტებად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, სრულდება მოძრაობა უკან, სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამახვილებული

გამახვილებული  –  წამახული, გაბასრებული, გამძაფრებული, გამწვავებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურადღება“ –– ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით, გაშლილი თითები ეხება ნიკაპს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მოსმენა“ – წინ მიმართულია გაშლილი ხელისგული, ზევით მიმართული, ოდნავ მოხრილი … Read more

Categories

გამაძლიერებელი

გამაძლიერებელი  – ძალის შემმატებელი, გამაღონიერებელი, ვინც ან რაც გააძლიერებს (ვინმეს, რაიმეს)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძლიერი“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს და საჩვენებელი თითით ორგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „მომატება“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი … Read more

Categories

გამასპინძლება

გამასპინძლება  – მასპინძლობის გაწევა, სტუმრის მიღება, პატივისცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ზევით,  გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამარჯობა

გამარჯობა   –  სალამი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, თავისუფლად გაშლილი თითებით ხელისგული მიმართულია ზევით, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამარჯვება

გამარჯვება  –  მოგება, მოწინააღმდეგის დამარცხება, ძლევა, წარმატება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას და ზემოდან ეხება მარცხენა ხელს; ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამარტივება

გამარტივება  –  გაიოლება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამართლება

გამართლება    –  მართლად მიჩნევა, უდანაშაულოდ აღიარება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „სიმართლე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით,  სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება სახეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწორი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ძ-კონფიგურაციით: გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება … Read more

Categories

გამანაწილებელი

გამანაწილებელი  –  ვინც ან რაც ანაწილებს რამეს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ,  მარცხენა – მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამამხნევებელი

გამამხნევებელი – იმედის მიმცემი, დამაიმედებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ც-კონფიგურაციით: გაშლილი თითები და შუა თითი ქვევითაა ჩაწეული და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა … Read more

Categories

გამამხნევებელი

გამამხნევებელი  –  ფიზიკური ვარჯიშით გამხნევება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვარჯიში“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები მონაცვლეობით იხრება იდაყვებში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ორგანიზმი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელები … Read more

Categories

გამანადგურებელი

გამანადგურებელი  –  გამაოხრებელი, აღმომფხვრელი, მომსპობი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აფეთქება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელები სწრაფად მოძრაობს ზემოთ და განზე, მხრებისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამადიდებელი

გამადიდებელი  –  ვინც ან რაც დიდად აჩვენებს ობიექტს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია მარცხნივ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გამაგრება

გამაგრება  –    გამყარება, გამტკიცება, მაგრად ქცევა, სიმაგრის შემატება   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით ქვევით მოძრაობს და გაშლილი თითებით … Read more

Categories

გალურჯება

გალურჯება  –  სილურჯის მიღება დარტყმისგან (ჩხუბში)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში სახის წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories