გამართლება

7

გამართლება    –  მართლად მიჩნევა, უდანაშაულოდ აღიარება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „სიმართლე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით,  სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება სახეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწორი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ძ-კონფიგურაციით: გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.