გამოკვრა

გამოკვრა  –   ფეხის გამოდება, წამოდება,  გაკვრა, გამოსმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული წინ მიმართული, გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება  მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

გამოკვრა

გამოკვრა   –  გამოხვევა და შეკვრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „შეხვევა“  –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზემოთაა განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელები, სრულდება ზევით მიმართული სწრაფი განსვლითი მოძრაობა: … Read more

Categories

გამოვლა

გამოვლა –  სვლით ადგილის გადმონაცვლება, გზის გავლა აქეთ, იქიდან აქეთ მომავლის მიერ გზად მყოფთან შევლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გამოდარება

გამოდარება –  კარგი დარის დადგომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამინდი“ –  ხელისგულები  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „კარგი“ – ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, ზევით აწეული და გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. … Read more

Categories

გამო

გამო  მიზეზით, …-თვის.   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ძ-კონფიგურაციით: გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ეშვება ქვევით, მარცხენა ხელის ქვეშ გადის და ზემოთ იწევს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

გამთბარი

გამთბარი  –  ვინც (რაც) გაათბეს ან გათბა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ –  ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და … Read more

Categories

გამზრდელი

გამზრდელი _  ვისაც მინდობილი აქვს ბავშვის გაზრდა, ვინც ბავშვს ზრდის,  აღმზრდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღზრდა“ –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, ორივე ხელით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories

გამვლელი

გამვლელი – ვინც (რაც) გაივლის, გზაზე მიმავალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამზირი“ / „პროსპექტი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება … Read more

Categories

გამეფება

გამეფება – მეფედ გახდომა, მეფედ დასმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ბატონი“ / „მეფე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს ზემოთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გვირგვინი“ – საფეთქლების ზემოთ  განთავსებულია ხელები სხეულისკენ მიმართული ხელისგულებით, გაშლილია საჩვენებელი … Read more

Categories

გამეორება

გამეორება – ნათქვამის ან ნამოქმედარის ხელახლა, კიდევ თქმა ან გაკეთება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  მარჯვენა ხელი ეხება ზევით მიმართულ გაშლილ მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელის თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

გამდიდრება

გამდიდრება  –  ქონების მოპოვება-დაგროვება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, ცერები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამგრძელებელი

გამგრძელებელი  – განმგრძობი, ვინც ან რაც გააგრძელებს ვინმეს მიერ დაწყებულ საქმეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „მემკვიდრეობითი, გენეტიკური გაგრძელება“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

გამგონი

გამგონი  – დამჯერებელი, დამჯერი, ვინც გაიგონებს (რამეს)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მოსმენა“ – წინ მიმართულია გაშლილი ხელისგული, ზევით მიმართული, ოდნავ მოხრილი თითებით ხელი განთავსებულია ყურთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში ხელისგული … Read more

Categories

გამგზავრება

გამგზავრება  – სამგზავროდ გასტუმრება, სამგზავროდ წასვლა, მგზავრობის დაწყება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამგეობა

გამგეობა – მმართველობა, მართვა, ხელმძღვანელობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ყელს, მომდევნო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories