გამოკვრა

7

გამოკვრა   –  გამოხვევა და შეკვრა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „შეხვევა“  –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზემოთაა განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელები, სრულდება ზევით მიმართული სწრაფი განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა –  მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.