გამთბარი

5

გამთბარი  –  ვინც (რაც) გაათბეს ან გათბა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ –  ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.