გამოხმაურება

გამოხმაურება  –  1. ძახილზე ხმის გაცემა, 2. დამოკიდებულების გამომჟღავნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და შუბლთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ; მომდევნო ფაზაში მხრების დონეზე განთავსებული ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ბოლო ფაზაში ხელი ყურთანაა განთავსებული, შუა და … Read more

Categories

გამოხატვა

გამოხატვა –  დახატვა, ასახვა, გადმოცემა, გამოსახვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათელი“/ „აშკარა“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სიტყვა-ჟესტი „ხატვა“  –  მხრების დონეზე სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება კლაკნილი … Read more

Categories

გამოწერა

გამოწერა  –   პრესის (ან სხვა რამის) შეკვეთა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს; … Read more

Categories

გამოწერა

გამოწერა  –   რაიმე საბუთის შედგენა, დაწერა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოწერა

გამოწერა  –    ამორიცხვა, გამოშვება (საავადმყოფოდან)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  გაშლილი თითებით ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოძინება

გამოძინება  –  ძილის მოთავება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი სახისკენ მოძრაობს და ეხება ლოყას, ჟესტს ახლავს მიმიკა დახუჭული თვალებით, მომდევნო ფაზაში გახელილია თვალები, ქვევით მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ხელი ზევით, სახისკენ მოძრაობს და ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გამოძიება

გამოძიება  –   გამოკვლევა, გამორკვევა. ძიების ჩატარება, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ვითარების შესწავლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოცხობა

გამოცხობა  –  ცომეულის გამოშუშვა გახურებულ ღუმელში, თონეში ან კეცზე საჭმელად გამოყენების მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოცხადება

გამოცხადება  –   ინფორმაციის, ცნობის ან ამბის გამოქვეყნება, საჯაროდ გამოტანა, გამომზეურება  (ერთი ადამიანის მიერ)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია  მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული, გაშლილი ცერით, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ გაწეული და ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური … Read more

Categories

გამოცვლა

გამოცვლა  –  შეცვლა, ერთის ნაცვლად სხვა რამის აღება-აყვანა, მიღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოცდილება

გამოცდილება  –   პრაქტიკით, ცდით, დაკვირვებით ან რაიმეს გადატანის შედეგად შეძენილი ცოდნა   ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, ტუჩის კუთხესთან მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გამოცანა

გამოცანა  –   საგნის ან მოვლენის ორაზროვანი აღწერა, რომელიც უნდა გამოიცნონ   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“  – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოჩენა“ – ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ზემოთ გადაადგილდება, ბოლო … Read more

Categories

გამოჩენა

გამოჩენა  –  1. დასანახად ქცევა ან გახდომა, დასანახად გამოსვლა; 2.  სახელის მოხვეჭა, სასახელო საქმის ჩადენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ / „დანახვა“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახესთან მიტანილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოჩენა“ –  ზევით … Read more

Categories

გამოჩეკა

გამოჩეკა –  ფრინველის (წიწილის) კვერცხიდან გამოყვანა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვერცხი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოვარდნა“ –   ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად … Read more

Categories

გამოშვება

გამოშვება  –    გამოსვლის ან წამოსვლის საშუალების, ნების მიცემა, შიგნიდან გარეთ ან იქიდან აქეთ გაშვება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა –  მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories