გამოჩეკა

7

გამოჩეკა  ფრინველის (წიწილის) კვერცხიდან გამოყვანა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვერცხი“  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოვარდნა“   ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული მიმართულია ზევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები მოხრილია, მარცხენა ხელი ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.