გამოშვება

6

გამოშვება     გამოსვლის ან წამოსვლის საშუალების, ნების მიცემა, შიგნიდან გარეთ ან იქიდან აქეთ გაშვება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა  მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.