გამოჩენა

8

გამოჩენა    1. დასანახად ქცევა ან გახდომა, დასანახად გამოსვლა; 2.  სახელის მოხვეჭა, სასახელო საქმის ჩადენა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ / „დანახვა“  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახესთან მიტანილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოჩენა“  ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ზემოთ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.