გამოცანა

9

გამოცანა  –   საგნის ან მოვლენის ორაზროვანი აღწერა, რომელიც უნდა გამოიცნონ

 

ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“  – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოჩენა“ – ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ზემოთ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.