გასეირნება

  გასეირნება  –  სასეირნოდ წასვლა,  სეირნობით გავლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული  გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით ასრულებს განმეორებად  მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გასამართლება

გასამართლება  – სასამართლოში საქმის გარჩევა, განაჩენის ან გადაწყვეტილების გამოტანა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მართალი“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი სახისკენ მოძრაობს და ეხება ლოყას, ორნაწილიანი ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სასამართლო“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories

გარშემო

გარშემო  –  ირგვლივ, ყოველმხრივ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა დომინანტი ხელი წრეწირს მოხაზავს მარცხენა საჩვენებელი თითის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გარსი

გარსი  –  საფარი სხეულის გარშემო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია წინ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ბოლო ფაზაში ხელისგულები იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გარკვევა

გარკვევა  – გამოკვლევა, გამოძიება, განსაზღვრა, ნათელყოფა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გარიცხვა

გარიცხვა –  სიიდან ამოშლა, გაგდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ორხელიანი, ასიმეტრიული, ჟესტის პირველ ნაწილში წარმოდგენილია სიტყვა-ჟესტი „წაშლა“ / „ამოწერა“ –    გაშლილი თითებით ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

გარიყვა

გარიყვა  –  1. მოწყვეტა, მოშორება, გათიშვა (საზოგადოებისაგან); 2. რიყეზე, ნაპირზე გატანა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელის  გაშლილ თითებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

გართობა

გართობა  – მოწყენილობის გაფანტვა, დროს გატარება,  ლხენა, თავის შექცევა, გამხიარულება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია   ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან ხელები იდაყვებში იხრება რიგრიგობით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გარეცხვა

გარეცხვა  –  წყლით ჭუჭყის გაცლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გარდაცვალება

გარდაცვალება  –  სიკვდილი,  კვდომა, აღსრულება   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გარდატეხა

გარდატეხა  –  არსებითად შეცვლა, ძირფესვიანად გარდაქმნა, გადახალისება   ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  

Categories

გარდამავალი

გარდამავალი –  რაც გადადის (ერთი ვითარებიდან მეორეში) ან გადაეცემა   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითები ირხევა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაცემა“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ … Read more

Categories

გაპარსვა

გაპარსვა – თმის მოცილება საპარსით   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მხრის ზევით განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გაპარვა

გაპარვა  –   მალულად, ჩუმად წასვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაორმაგება

გაორმაგება –   მომატება, ორჯერ გაზრდა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით,  გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories